ბინის სწრაფად გაქირიავება სანდო მოიჯარეზე
მოგვანდეთ თქვენი ბინის გაქირავება. გიპოვით სანდო მოიჯარეს ჩვენი უცხოელი წევრებიდან.
იპოვეთ მოიჯარეები სწრაფად
ჩვენს აქტიურ Facebook ჯგუფში გვყავს 3000 უცხოელი წევრი, რომლებიც ყოველდღიურად ბინის საპოვნელად გვიკავშირდებიან. ეს ადამიანები ნდობას გვიცხადებენ, რადგან ჩვენც მათსავით ექსპატრიანტები ვართ, ამიტომ მათ ბინის ქირაობა ჩვენი და არა სხვა აგენტების დახმარებით ურჩევნიათ.
არ იდარდოთ არაფერზე
ჩვენ მივხედავთ ყველაფერს დაინტერესებული პირთათვის, რეკლამიდან დაწყებული ბინის ნახვით დასრულებული. ერთადერთი რაც თქვენ მოგიწევთ, ხელის მოწერაა.
გავაკეთებთ საუკეთესო რეკლამას
იმისათვის რომ თქვენი განცხადება იყოს საუკეთესო, დაგეხმარებით ბინის კარგი კუთხით წარმოჩინებაში და თქვენთვის სრულიად უსასყიდლოდ გადავიღებთ ბინის სურათებს.
როგორ მუშაობს ეს სერვისი
უსასყიდლოდ შევაფასებთ თქვენს სახლს
ჩვენი პროფესიონალი შემფასებლები მოვლენ და უსასყიდლოდ შეაფასებენ თქვენს სახლს. ვიქნებით პირდაპირები, გეტყვით ბინის რეალურ მდგომარეობას და გულწრფელად გირჩევთ, თუ როგორ გააქირაოთ ბინა. მაშინაც კი, თუ ჩვენთან თანამშრომლობა ჯერ არ გექნებათ გადაწყვეტილი.
დაგეხმარებით ბინის სწრაფად გაქირავებაში
დაგეხმარებით ბინის ისე წარმოჩინებაში, რომ მოიჯარეებისთვის ის უფრო მიმზიდველი გახდეს. ჩვენვე გადავიღებთ სურათებს და განვახორციელებთ მარკეტინგს ინტერნეტ სივრცეში, მათ შორის ჩვენი 3000 უცხოელი წევრისთვის.
ვიპოვით საუკეთესო მოიჯარეს თქვენთვის
რაც შეიძლება სწრაფად ვიპოვით საუკეთესო დამქირავებელს თქვენი ბინისთვის. დამქირავებლის პოვნის შემდეგ, თქვენგან მხოლოდ ერთი თვის ქირას ვითხოვთ.
მზად ხართ გააქირაოთ ბინა?
დაგეხმარებით იპოვოთ მოიჯარეები სწრაფად და მარტივად.
რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ
ჩვენ ვსაუბრობთ მოიჯარეების ენაზე
შესანიშნავად ვსაუბრობთ ინგლისურად და ფრანგულად. ვიცით, როგორ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები უცხოელებთან და მარტივად მოვიპოვებთ ნდობას. ვიცით მათი საჭიროებები და მათი დარწმუნების გზები.
ყველაფერზე ვიზრუნებთ ჩვენ
ვიპოვით პოტენციურ მოიჯარეს, ვაჩვენებთ თქვენს ბინას, მივაწვდით ინფრომაციას და გავაფორმებთ ხელშეკრულებას. თქვენგან მხოლოდ თანხმობა იქნება საჭირო.
ჩვენ ვიყენებთ მარკეტინგის თანამედროვე ტექნიკებს
მოიჯარეებს ვიზიდავთ ციფრული მარკეტინგული ინსტრუმენტებით, როგორიცაა სოციალური მედია, კონტენტი და რეკლამა. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი მარკეტოლოგებით, რომლებმაც იციან თუ როგორ წარმოაჩინონ თქვენი ბინა საუკეთესო კუთხით.
ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას
ჩვენთვის ეფექტური კომუნიკაცია და ხარისხიანი მომსახურება ძალიან მნიშვნელოვანია და თუ კითხვა დაგებადებათ, ნებისმიერ დროს მზად ვიქნებით გიპასუხოთ.
მოგვანდეთ თქვენი საქმის შესასრულება
გააქირავეთ ბინა სწრაფად. იპოვეთ სანდო მოიჯარე.
დაგვიკავშირდით
დაგვიტოვეთ შეტყობინება და ერთერთი ჩვენი აგენტი დაგიკავშირდებათ უახლოეს დროში, რომ მოვილაპარაკოთ თქვენი ბინის შესახებ.
ვინ ვართ ჩვენ
-
ჯული
თანადამფუძნებელიჯულიმ თბილისში ცხოვრების მიზნით დატოვა თავისი სამშობლო-ბელგია. ჩამოსვლის შემდეგ თავად გამოსცადა უცხოელებისთვის მომსახურების სფეროს დაბალი ხარისხი და დაიწყო ფიქრი, თუ როგორ გაეუმჯობესებინა სიტუაცია. მას შემდეგ კი სხვა უცხოელებს ეხმარება თბილისში დამკვიდრებაში. ჯულიმ ყველაზე უკეთ იცის უძრავი ქონების ბაზარი.
-
ვასილი
თანადამფუძნებელივასილი თბილისში დაიბადა, თუმცა 90-იანი წლების მრავალი ოჯახის მსგავსად, ისიც ევროპაში გადასახლდა და ბელგიაში გაიზარდა. რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა ფესვებს დაბრუნებოდა. ქართული ენის, კულტურისა და ბიზნეს ურთიერთობების ცოდნა მას უცხოელი მოქალაქეებისთვის ფასეულ შუამავლად ხდის.